воскресенье, 13 марта 2016 г.

მეცხრე დღე

წარვადგინე პროექტის გეგმა, მოვისმინე თეთრი და შავი პიარი, გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია,მივიღე უკუკავშირი,მივიღე შენიშვნები, თვალი გადავავლე ყველა რესურსებს შევიტანე ჩვლილებები, დავხვეწე პროექტი და განვაახლე უკვე გამოქვეყნებული პროექტი.კოლეგების პრეზენტაციების მოსმენის შემდეგ ვიმსჯელეთ ,მოვახდინეთ ურთიერთ შეფასება მივიღეთ შესაბამისი უკუკავშირი. გამოგვივიდა კარგი ურთიერთთანამშრომლობა.
  ვთვლი რომ პროექტი იყო ფრიად მნიშვნელოვანი და საჭირო ჩვენი საქმიანობისათვის,ამ პროექტის განმავლობაში მივიღე ის აუცილებელი ცოდნა რომელიც აუცილებელია მასწავლებლისათვის და რომელსაც წარმატებულად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
   
     დიდი მადლობა შესაბამის ინსტანციებს რომელნიც მუდმივად ზრუნავენ პედაგოგთა პროფესიული ზრდისათვის.
     სიამოვნებით დავესწრებოდი მსგავს ტრენინგებს თუ მომეცემა ამის საშუალება.

суббота, 12 марта 2016 г.

მერვე დღე

დღეს მე ვიმუშავე პროექტის გეგმის განახლებაზე,ვიმუშავე განხორციელების სტრატეგიებზე,ასევე შევქმენი დოკუმენტი მენეჯმენტისთვის, ვისწავლე პორტფოლიოს გამოქვეყნება და განვათავსე ბლოგზე ,ასევე გავუზიარე ჩემი ჯგუფის მსმენელებს.გავინაწილე თეთრი და შავი პიარის ფუნქციები. კიდევ ეთხელ განვიხილე პროექტიასშეფასების კრიტერიუმები. დღევანდელი ღე იყო ძალიან საინტერესო , ნაყოფიერი,შესწავლილი მასალა დამეხმარება საგაკვეთილო პროცესის უკეთ დაგეგმვასა და განხორციელებაში უღრმესი მადლობა ტრენერ მინდია დიდმანიძესმოთმინებისა, სულგრძელობისა და საინტერესო კურსისათვის.

воскресенье, 6 марта 2016 г.

მეშვიდე დღე

დღეს ტრენერთან ერთად კიდევ ერთხელ გავიარე დიფერენცირებული სწავლების მეთოდები- კერძოდ სსსმ, არაქართველი და ძლიერი მოსწავლეებთან მუშაობა და თავისებურებები.კიდევ ერთხელ გადავიკითხე ,გავაანალიზე ბლუმის ტაქსონომია,გარდნერის მატრიცა,გავაანალიზე თვითრეგულირების ხელშემწყობი ფაქტორები.
განვიხილე ტრენერთან და ჯგუფის წევრებთან ერთად განვიხილე სხვადასხვა პროექტების ნიმუშები.
დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა და განახლებული სახით განვათავსე ბლოგზე

суббота, 5 марта 2016 г.

მეექვსე დღე

დღეს გავეცანი შეფასების სტრატეგიებს,, გავწერე შეფასების რეზიუმე, გავაანალიზე "ტექნოლოგიების ინტეგრირება" და"სწავლის პროცესი" , დავიწყე შეფასების რუბრიკების შექმნა:ჯგუფური, თვითშეფასება, გავაკეთე კომენტარები. ვიმუშავე პროექტის გეგმაზე, განვაახლე ინფორმაცია დისკზე. დღევანდელი დღე იყო ნაყოფიერი,მივიღე ძალზედ საჭირო ინფორმაციები, რომელსაც წარმატებით გამოვიყენებ სასწავლო პროცესში

воскресенье, 28 февраля 2016 г.

მე-5 დღე

დღევანდელი ტრენინგ- კურსი  კვლავ დაეთმო პროექტის გეგმას, დავხვეწე და განვაახლე იგი. გავეცანი საავტორო უფლებებს,რომელთა დაცვითაც გადმოვწერე ინფორმაცია, სურათები.ვისწავლე დოკუმენტის გაზიარება და შევავსე ელ ცხრილი.(კოლაბორაციული დოკუმენტების შექმნა.) საინტერესო და შინაარსიანი გამოვიდა  სასწავლო პროცესი,შესწავლილ მასალას გამოვიყენებ სწავლების პროცესში.

суббота, 27 февраля 2016 г.

მე-4 დღე


მე დღეს ვიმუშავე პროქტის გეგმაზე,დავხვეწე სტანდარტები და მიზნები,ვიმუსავე პროექტში გამოტოვებულ პუნქტებზე.ერთხელ კიდევ გადავათვალიერე შემუშავებული კითხვები, შევუთავსე ისინი მიზნებს, ამის შემდგომ უკვე შევიმუშავე შეფასების დროის ჩარჩო და განვაახლე ინფორმაცია დისკზე.მომეწონა თუ როგორ  საინტერესოდ ვიმუშავეთ ეფექტური პრეზენტაციის შექმნაზე, გავეცანი პრეზენტაციის მოთხოვნებს, შევქმენი პრეზენტაცია, ჩავაშენე ბლოგზე.საინტერესო იყო შესწავლის პროცესი ,საგაკვეთილო პროცესის  დაგეგმვისას გამოვიყენებ ეფექტურად,

воскресенье, 21 февраля 2016 г.

მესამე დღე

დღეს მე მოვიძიე სტანდარტები და გადმოვწერე  შევუსაბამე ჩემს პროექტს.ასევე შე4ვუსაბამე 21-საუკუნის უნარ ჩვევები.შევისწავლე და გავაანალიზე მიმართულების მიმცემი კითხვები.მოძიებული კითხვები შევუსაბამე ჩემს პროექტს.განვაახლე ჩემი დისკი ,სიახლეები მვათავსე საქაღალდეების სახით. კურსის ეს ნაწილი ისევე როგორც განვლილი გაკვეთილები იყო ძალზედ საინტერესო, სიახლეებით დატვირთული, ზუსტად ვიცი ყოველივე ეს დამეხმარება საგაკვეთილო პროცესის უკეთ დაგეგმვაში,კერძოდ პროექტებით სწავლებაში.